Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაქარია ქუცნაშვილი: მართლმადიდებელი ქვეყნების გენასამბლეას ვუმასპინძლებთ


2019 წელს მართლმადიდებელი ქვეყნების გენერალური ასამბლეის სხდომა პირველად ჩატარდება თბილისში - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა.

„ჩვენ ხუთი წელი ვითხოვდით ამ უფლებას და საბოლოოდ, კაიროში, საერთაშორისო სამდივნოს სხდომაზე დადასტურდა ეს გადაწყვეტილება. საპარლამენტო ასამბლეა გახლავთ ქრისტიანული, არა მხოლოდ მართლმადიდებელი, ქვეყნების საპარლამენტო, პოლიტიკური გაერთიანება. მასში შედიან როგორც კათოლიკეები, ასევე გრიგორიანელები. ეს ძალიან საპატიო მოვლენაა“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. ის კაიროში მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის სტატუსით იმყოფებოდა.

როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა პრესკლუბში „მთავარი“ 21 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, გენერალური ასამბლეის სხდომის ჩატარება ზრდის ამა თუ იმ ქვეყნის ცნობადობას, ავითარებს რელიგიური ტურიზმის შესაძლებლობებს და ამ მოვლენას თავისი წვლილის შეტანა შეუძლია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარების ჭრილში.

„ეს გვაძლევს ახალ პლატფორმას, ახალ საშუალებას, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემებზე ვიმსჯელოთ, მათ შორის - რელიგიურ ასპექტში“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

XS
SM
MD
LG