Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

55-მდე გაიზარდა ავღანეთში სასულიერო პირებზე თავდასხმის შედეგად დაღუპულების რიცხვი


ქაბული, 2018 წლის 20 ნოემბერი: სუნიტი სწავლულების შეკრებაზე მოწყობილი აფეთქების შემდეგ
ქაბული, 2018 წლის 20 ნოემბერი: სუნიტი სწავლულების შეკრებაზე მოწყობილი აფეთქების შემდეგ

ავღანეთში 55-მდე გაიზარდა სასულიერო პირთა შეკრების დროს მოწყობილი აფეთქების შედეგად დაღუპულების რიცხვი. დაიჭრა ათობით ადამიანი. თალიბანი უარყოფს კავშირს 20 ნოემბრის თავდასხმასთან, რომელიც ქაბულში თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო.

მსხვერპლს შორის არიან მუსლიმი სწავლულები მთელი ავღანეთიდან. ისინი ქაბულში მიიწვია „ულემას საბჭომ“ 20 ნოემბერს წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღის აღსანიშნავად. გამომძიებელთა ჯგუფის წევრმა 21 ნოემბერს განაცხადა, რომ ჯერ უცნობია, ექსტრემისტების რომელი ორგანიზაცია დგას თავდასხმის უკან.

„ულემას საბჭომ“ - ავღანეთის უდიდესმა ორგანიზაციამ - სუნიტი სწავლულები შეკრიბა. მართალია, თალიბებიც და „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი ექსტრემისტებიც სუნიტები არიან, მათ ბევრჯერ მოუწყვიათ თავდასხმები ავღანეთის მთავრობის მოკავშირე რელიგიურ მოღვაწეებთან. მაგრამ თალიბანმა მალევე უარყო კავშირი თავდასხმასთან. თალიბანის წარმომადგენელმა 20 ნოემბერს გამოაცხადა, რომ მისი ჯგუფი გმობს თავდასხმებს სამოქალაქო პირებსა და რელიგიურ მოღვაწეებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG