Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: დავიცავთ 2008 წლის ომში მონაწილეთა უფლებებს


შს მინისტრი სოფელ შინდისში
შს მინისტრი სოფელ შინდისში

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ყვავილებით შეამკო 2008 წლის ომის გმირთა მემორიალი სოფელ შინდისში და როგორც ჟურნალისტებს განუცხადა, ამით მან გამოხატა დამოკიდებულება ბოლო დროს აგვისტოს ომის მონაწილეებთან დაკავშირებით გავრცელებული სიცრუის მისამართით. გიორგი გახარიას თქმით, სახელმწიფო სრულად უჭერს მხარს 2008 წლის ომში მონაწილეებს.

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში იმდენი ემოციური, აბსოლუტურად რეალობას მოწყვეტილი რამ იყო ნათქვამი იმ ხალხთან დაკავშირებით, რომელიც 2008 წლის ომის დროს სიცოცხლეს სწირავდა, რომ ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ გვერდში დავდგომოდით პირველ რიგში - ყველა პოლიციელსა და ყველა სამხედროს, რომელიც იბრძოდა. რეალობას არის მოწყვეტილი იდეები, რომ რისკი შეიძლება გაუჩნდეს ადამიანს, რომელმაც სიცოცხლე გასწირა და იბრძოდა ქვეყნის ერთიანობისთვის საოკუპაციო ხაზზე. ჩვენ მათ გვერდში დავუდექით და ვუთხარით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო მთლიანად, დაიცავს მათ უფლებებს. ასევე, ყველაფერში, რაც მათ ესაჭიროებათ, დღეს ჩვენ მათ გვერდში ვიქნებით“, - განაცხადა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

2008 წლის 11 აგვისტოს, გორის რაიონის სოფელ შინდისში საქართველოს შეიარაღებული ძალების 17 ქართველი სამხედრო დაიღუპა რუსეთის არმიის შენაერთთან შეტაკების დროს. ქართველმა მეომრებმა დიდი გმირობა გამოიჩინეს. გიორგი გახარიასთან ერთად, 21 ნოემბერს, გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ 2008 წლის ომის ვეტერანები და ადილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. შემდეგ, შს მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG