Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერეზა მეი ბრიუსელში ხვდება ევროპის კავშირის ლიდერებს


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ბრიუსელში შეხვდება ევროპის კავშირის ლიდერებს ბრექსიტის შესახებ შეთანხმების საბოლოო ვერსიის მიღებამდე ერთი დღით ადრე. ბრიუსელში ჩასვლამდე რამდენიმე დღით ადრე მეიმ კრიზისი გადაიტანა საკუთარ კონსერვატიულ პარტიაში, როცა მას ანტიევროპულად განწყობილი პარლამენტარები დაუპირისპირდნენ. დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის მთელი რიგი საკითხები რჩება გადაუჭრელი ბრექსიტთან დაკავშირებით. მეი კვლავაც ზეწოლის ქვეშაა ჩრდილოეთ ირლანდიელი დეპუტატების მხრიდან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ევროკავშირთან შეთანხმებას, რომელიც, მათი თქმით, შეასუსტებს მათ პროვინციაში დიდი ბრიტანეთის სუვერენიტეტს. ესპანეთიც დაიმუქრა, რომ ვეტოს დაადებს ნებისმიერ შეთანხმებას გიბრალტარის თაობაზე. ევროპის კავშირის ლიდერები კვირას გამართავენ შეხვედრას, რათა დაამტკიცონ დეკლარაცია ბრექსიტის შემდგომი ურთიერთობების თაობაზე.

XS
SM
MD
LG