Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძე დონალდ ტუსკს შეხვდა


ბრიუსელში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის და ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელის დონალდ ტუსკის შეხვედრა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, დონალდ ტუსკმა დადებითად შეაფასა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა და საქართველოსადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მამუკა ბახტაძემ და დონალდ ტუსკმა ისაუბრეს საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე და მთავრობის ხედვაზე ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების და განათლების სისტემის მოდერნიზაციის მიმართულებით. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობასა და ე.წ. საზღვრის გავლების პროცესზე. მამუკა ბახტაძის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ევროკავშირის როლის გაძლიერების მნიშვნელობაზე, მათ შორის ევროკავშირი-რუსეთის ორმხრივი დიალოგის ფორმატებში საქართველოს თემატიკის მუდმივი ხაზგასმის აუცილებლობაზე.

XS
SM
MD
LG