მაკედონიის მთავრობამ განაცხადა, რომ მოითხოვა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, უნგრეთში გაქცეული ნიკოლა გრუევსკის ექსტრადიცია. ამასობაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთმა გრუევსკის უკვე მიანიჭა პოლიტიკური თავშესაფარი. მაკედონიის იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 20 ნოემბერს ექსტრადიციის მოთხოვნა გაუგზავნა უნგრეთს, მას შემდეგ, რაც უნგრეთის მთავრობის მხარდამჭერი გაზეთი იტყობინებოდა, რომ გრუევსკის თავშესაფარი მიენიჭა, ვინაიდან ხელისუფლების აზრით, სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, ის პოლიტიკური დევნის ობიექტი შეიძლება გახდეს. უნგრეთის ხელისუფლებას ოფიციალურად არ დაუდასტურებია გრუევსკისთვის თავშესაფრის მინიჭების თაობაზე ცნობა. გრუევსკი, რომელიც 2006-2016 წლებში იყო მაკედონიის პრემიერ-მინისტრი, მიმდინარე თვეში გაიქცა უნგრეთში, რათა თავი აერიდებინა პატიმრობისთვის. მაისში მას ორი წლით პატიმრობა მიესაჯა იმ ბრალდებით, რომ ის კანონსაწინააღმდეგოდ ცდილობდა შინაგან საქმეთა სამინისტროზე ზემოქმედებას ძვირად ღირებული ავტომანქანის ყიდვასთან დაკავშირებით. გრუევსკი 9 ნოემბერს გაიქცა უნგრეთში.
მაკედონიამ უნგრეთისგან მოითხოვა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლა გრუევსკის ექსტრადიცია

ყველაზე პოპულარული
1