Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მხარი დაუჭირა გაეროს პაქტს მიგრაციის შესახებ


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მხარი დაუჭირა გაეროს პაქტს მიგრაციის შესახებ, რომელიც სხვა ქვეყნებმა გააკრიტიკეს. მისი თქმით, დოკუმენტი არის სწორი პასუხი საიმიგრაციო კრიზისზე, რომლის გადაჭრა, მისი სიტყვებით, მხოლოდ ერთობლივი საერთაშორისო ძალისხმევით შეიძლება გადაიჭრას. მათ შორის, ვინც ეწინააღმდეგება წარმოდგენილ ხელშეკრულებას, არის ავსტრალიაც. მის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ საერთაშორისო შეთანხმება მიგრანტების პრობლემას წყვეტს ნაკლებად ეფექტიანად, ვიდრე ამას ხერხდება ავსტრალიის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში. ავსტრალიასთან ერთად შეთანხმების ხელმოწერაზე უარი განაცხადეს აშშ-მა, ავსტრიამ, ბულგარეთმა, უნგრეთმა, ისრაელმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა. დაგეგმილია, რომ გაეროს პაქტი დეკემბერში იქნება მიღებული გაეროს სხდომაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG