Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი რაულ ხაჯიმბას შეხვდა სოჭში


რაულ ხაჯიმბასა (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა მოსკოვში. 2016 წ. 1 დეკემბერი.
რაულ ხაჯიმბასა (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა მოსკოვში. 2016 წ. 1 დეკემბერი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრაზე, რომელიც სოჭში გაიმართა, განაცხადა, რომ აუცილებელია აფხაზეთის ეკონომიკის განვითარება. პუტინის თქმით, ის მოხარულია ხაჯიმბასთან შეხვედრით, რათა არაფორმალურ ვითარებაში ითათბიროს საკითხებზე, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების განვითარებისთვის, იტყობინება ტასი.

„მაშინაც [პუტინის და ხაჯიმბას ყოფილ შეხვედრაზე, რომელიც ყირიმში გაიმართა] ვამბობდით, რომ საჭიროა დამატებითი ძალისხმევა იმისთვის, რომ ეკონომიკის განვითარებას ბიძგი მივცეთ, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. „მართალია, იქ მუშაობენ ჩვენი საწარმოები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არ არის საკმარისი“, აღნიშნა მან.

პუტინმა აღნიშნა მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთიერთობების სტრატეგიული მნიშვნელობა.

თავის მხრივ ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ პუტინთან შეხვედრების ტრადიციული ხასიათის მიუხედავად, მაინც რჩება საკითხები, რომლების განხილვაც საჭიროა. „ამ ხნის განმავლობაში საინვესტიციო პროგრამის ხაზით მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს, არის წარმატებები“, თქვა მან.

რაულ ხაჯიმბამ ასევე ისაუბრა იმაზე, რომ აგრარულ სექტორში უკვე არის დასრულებული ერთობლივი პროექტები. ხაჯიმბამ რუსეთის ლიდერს შეატყობინა თავდაცვით-საკოორდინაციო ცენტრის მიმართულებით მუშაობის შესახებ.

XS
SM
MD
LG