„გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლის გიგა შუშანიას თქმით, ამომრჩეველთა პირადობის მოწმობის მოპოვებას უშუალოდ ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია ხელმძღვანელობს.
"ამომრჩეველთა პირადობის მოწმობებზე ნადირობამ მასიური ხასიათი მიიღო. შემაშფოთებელია ის, რომ პროცესში ჩართულია საჯარო მოხელეების უდიდესი ნაწილი და მას უშუალოდ ხელმძღვანელობს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დადიან კარდაკარ, თავს ასაღებენ გრიგოლ ვაშაძის წარმომადგენლებად. ინიშნავენ ჩვენ მხარდაჭერებს და სთხოვენ მათ პირადობის მოწმობებს. ამ პროცესს ხელმძღვანელობენ უშუალოდ ქუთაისის მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ორგანოებში. ამომრჩევლის იდენტიფიცირების შემდეგ უკვე "ქართული ოცნების" მაღალი რანგის წარმომადგენლების მიერ მიმდინარეობს ამომრჩეველზე ზეწოლა, პირადობის მოწმობის ჩამორთმევა. განსაკუთრებულ შემთხვევებში პირადად ქუთაისის მერი ერთვება ამ ტიპის კომუნიკაციებში. ასევე საჯარო მოხელეებს ავალებენ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა სიების და პირადობის მოწმობის მონაცემების მიტანას. არ შესრულების შემთხვევაში კი სამსახურიდან გაშვებით ემუქრება პირადად ქუთაისის მერი”, - განაცხადა გიგა შუშანიამ, რომელმაც ბრიფინგზე წარმოადგინა აუდიოჩანაწერი და გაასაჯაროვა ის სატელეფონო ნომერი, საიდანც მიმდინარეობდა ამომრჩეველზე ზეწოლა, პირადობის მოწმობის და სხვა პირადი მონაცემების მოთხოვნა.
„ტელეფონის ნომერი ეკუთვნის მალხაზ აბაშიძეს, რომელიც ერთ–ერთი ა(ა)იპი-ს თანამშრომელი და გიორგის ჭიაღვარიასთან და საკრებულოს წევრებთან დაახლოებული პირია. ასევე გრიგოლ ვაშაძის სახელით ამომრჩევლის პირად მონაცემებს აგროვებდა ვინმე ხატია ელიავა, რომელიც "ქართული ოცნების" შტაბის წარმომადგენელი აღმოჩნდა", - განაცხადა გიგა შუშანიამ.
გამოვლენილ ფაქტებს „გაერთიანებული ოპოზiცია“ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს გადასცემს.