ამერიკის კალიფორნიის შტატში 83-მდე გაიზარდა ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა მას შემდეგ, რაც მაშველებმა ქალაქ პარადაისთან აღმოაჩინეს კიდევ ორი ადამიანის გვამი. ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება 563 ადამიანი. შტატის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ პარადაისსა და მის შემოგარენში ხანძარმა გაანადგურა 13 ათასზე მეტი სახლი. 8 ნოემბერს, ტყეში გაჩენილი ხანძარი ძლიერი ქარის და სიცხის გამო სწრაფად მოედო დასახლებულ პუნქტებს. სტიქიას ორ კვირაზე მეტხანს ებრძოდა ათასობით მეხანძრე და სპეციალური ავიაცია. ხანძრის ჩაქრობას ხელი შეუწყო ახლახან მოსულმა ძლიერმა წვიმამ.
კალიფორნიაში აღმოაჩინეს ხანძრის შედეგად დაღუპული კიდევ ორი ადამიანის ცხედარი

ყველაზე პოპულარული
1