Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Hurriet Daily News-ი: ჯამალ ხაშოგის მოკვლის ბრძანება პრინცმა სალმანმა გასცა


ჯამალ ხაშოგი
ჯამალ ხაშოგი

საუდის არაბეთის პრინცმა მუჰამედ იბნ სალმანმა ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგის მკვლელობამდე განკარგულება გასცა, გაეჩუმებინათ ის. ამის შესახებ თურქეთის გამოცემა Hurriet Daily News-ი იტყობინება, მაგრამ ინფორმაციის წყაროს არ ასახელებს. ამ ინფორმაციის დამადასტურებელი სხვა წყაროები არ მოიპოვება.

თურქული გამოცემის თანახმად, სალმანის სატელეფონო საუბარი ჩაიწერა აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ. Hurriet Daily News-ის მიხედვით, სამმართველოს ხელმძღვანელმა ჯინა ჰასპელმა ამის შესახებ ახლახან ანკარაში ვიზიტისას ილაპარაკა. როიტერსის შეკითხვაზე პასუხად თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არ მოეპოვება სატელეფონო საუბრის ჩანაწერზე ინფორმაცია.

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთიდან ოქტომბრის დამდეგს მოკლეს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში. უკანასკნელ ხანებში ის მწვავედ აკრიტიკებდა ქვეყნის ხელმძღვანელობას. თურქეთისა და აშშ-ის სპეცსამსახურები ფიქრობენ, რომ მის მკვლელობასთან კავშირი შეიძლება ჰქონდეს ტახტის მემკვიდრე პრინც სალმანს.

XS
SM
MD
LG