Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პიზის კოშკის დახრამ ოთხი სანტიმეტრით იკლო უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში


პიზის კოშკის დახრამ ოთხი სანტიმეტრით იკლო უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში. ამის შესახებ იტყობინებიან იტალიელი სპეციალისტების პიზის უნივერსიტეტიდან. მეცნიერთა თქმით, შენობა თითქოს ორი საუკუნით „გაახალგაზრდავდა“. პიზის კოშკმა გადახრა იწყო მისი მშენებლობის დაწყებიდან ხუთი წლის შემდეგ. 1173 წელს, როცა მშენებლებმა მესამე სართულის შენება დაიწყეს, შენობის ქვეშ მიწა დაჯდა. ამის მიზეზი ისაა, რომ კოშკის სამხრეთ მხარეს ქვიშისა და თიხის ფენა უფრო რბილია, ვიდრე ჩრდილოეთისკენ. სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 1360 წელს. დახრილობა დროთა განმავლობაში იზრდებოდა. 1990-იან წლებში კოშკი ვერტიკალიდან 4,5 მეტრით გადაიხარა და დანგრევის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ღირსშესანიშნაობა რამდენიმე წელი დახურული იყო ტურისტებისთვის. ამის შემდეგ ჩატარდა რესტავრაცია საერთაშორისო სპეციალისტების მონაწილეობით.

XS
SM
MD
LG