ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქ ბათუმში დაიტბორა ბაგრატიონის, 26 მაისის, აღმაშენებლის და ბესიკის ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები. გასულ საღამოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 60-მდე შეტყობინება მიიღო. წყალი მეხანძრე-მაშველებმა ამოტუმბეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს მოქალაქეები, რომლებიც ავტომანქანით გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ. ძლიერი წვიმის შედეგად ქედის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე ადგილზე მეწყერი ჩამოწვა. დაზიანებულია შიდა სასოფლო გზები. სპეციალურმა სამსახურებმა გზების გაწმენდა დაიწყეს, თუმცა, სამუშაოებს უამინდობა აფერხებს.
ყველაზე პოპულარული
1