Accessibility links

"პატრიოტთა ალიანსის" ფრაქციის თავმჯდომარემ რუსეთის დუმაში შეხვედრა გამართა


რუსეთის დუმის სხდომათა დარბაზი

საქართველოს „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომია მოსკოვში შეხვდა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატს, ფრაქცია „ედინაია როსიას“ წევრს არტიომ კავინოვს. ინფორმაცია შეხვედრის შესახებ გამოქვეყნებულია რუსეთის დუმის ოფიციალურ ვებსაიტზე. რუს დეპუტატთან ლომიას შეხვედრა გაიმართა დუმაში 22 ნოემბერს ჩატარებული კონფერენციის ფარგლებში, რომელიც დსთ-ის შექმნიდან 27-ე წლისთავს ეძღვნებოდა. რუსეთის დუმის ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობდნენ 10 პოსტსაბჭოთა ქვეყნის 27 პარტიის დელეგაციები. რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობით, კონფერენციაში მონაწილეობდა „აფხაზეთის პარლამენტის“ დეპუტატი კახა პერტაიაც, რომელიც დუმის დეპუტატს, „ედინაია როსიას“ წევრს კონსტანტინ ზატულინს შეხვდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG