Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პატრიოტთა ალიანსმა" ბათუმში გამართა აქცია "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ


აქციის მონაწილეები ევროპის მოედანზე
აქციის მონაწილეები ევროპის მოედანზე

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა, დავით თარხან-მოურავმა და ირმა ინაშვილმა ბათუმის მთავარ, ევროპის მოედანზე გამართეს აქცია ''არა მიშას'', ''არა ნაციონალური მოძრაობის ნამსხვრევებს.“ რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა მოედანი თითქმის მთლიანად შეავსეს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა აქციის მონაწილეებს აცნობა, რომ მათთან ერთად იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ მოკლული ჯარისკაცის, როინ შავაძის ქვრივი. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, არ დაუშვან ძალადობის და ტერორის დაბრუნება და „ქართული ოცნების“ შეცდომების მიუხედავად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა მისცენ სალომე ზურაბიშვილს. ირმა ინაშვილმა მმართველ პარტიას მიმართა, მხარი დაუჭიროს "პატრიოტთა ალიანსის" მიერ პარლამენტში ინიცირებულ რეზოლუციას, რომელიც მიზნად ისახავს "ნაციონალური მოძრაობის" დამნაშავე რეჟიმად გამოცხადებას.

XS
SM
MD
LG