Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი ბარელი ნავთობის ფასი 60 დოლარს ჩამოსცდა


ლონდონის ბირჟაზე 60 დოლარს ჩამოსცდა Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსული ფასი ბარელზე (მომავალი წლის იანვრისათვის). ეს არის მიმდინარე წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. ნავთობმა გაიაფება დაიწყო 2018 წლის ოქტომბრის პირველ ნახევარში. ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში Brent-ის ფასი 82 დოლარს აღემატებოდა. გაიაფების დაწყების შემდეგ, ფასი 30%-ით შემცირდა. გაიაფების ბოლო ტალღა ყველაზე მკვეთრია სამი წლის განმავლობაში. ბოლო წელს ფასები იზრდებოდა ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებით შეშფოთებისა და ნავთობის წარმოების შემცირებაზე ოპეკის ქვეყნების შეთანხმების გამო. მაგრამ ვითარება მკვეთრად შეცვალა ცნობებმა ნავთობის მოპოვების მატების შესახებ და პროგნოზმა, რომ მსოფლიო მასშტაბით შემცირდება ნავთობზე მოთხოვნა. ამავე დროს გაირკვა, რომ ირანიდან ექსპორტის აკრძალვასთან დაკავშირებულ პოტენციურ დანაკარგს სრულად აანაზღაურებს საუდის არაბეთში, რუსეთსა და ამერიკაში ნავთობის მოპოვების მატება. რუსეთის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ნავთობის ფასზე.

XS
SM
MD
LG