Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა საქართველოში პანტომიმის სკოლის ფუძემდებელი, ამირან შალიკაშვილი


24 ნოემბერს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა საქართველოში პანტომიმის სკოლის ფუძემდებელი, მსახიობი და რეჟისორი ამირან შალიკაშვილი. ამირან შალიკაშვილი 1939 წლის 22 მარტს კოკანდში, უზბეკეთში დაიბადა. 1975 წლიდან მან საფუძველი ჩაუყარა პანტომიმის სახელმწიფო თეატრს" იყო მისი დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. მანამდე, 965–1969 წლებში ამირან შალიკაშვილი იყო მუსკომედიის, ხოლო 1969–1973 წლებში — მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. 1973–1975 წლებში ის იყო ფილარმონიის პანტომიმის დასის ხელმძღვანელი. ამირან შალიკაშვილი არაერთი წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორია, არის ავტორი წიგნებისა „პანტომიმა დუმილის პოეზიაა“ (1999), „დუმილის შემდეგ“ (2004), „ხილვები ფიროსმანზე“ (2004), „ცრემლიანი შემოდგომა“ (I, 2005; II, 2006). ის იყო ღირსების ორდენის კავალერი, 1981 წელს მიენიჭა კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია.

XS
SM
MD
LG