Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში დააპატიმრეს ძალადობრივი გამოსვლების სულის ჩამდგმელი სასულიერო პირი


პაკისტანის ხელისუფლებმა დააპატიმრეს სასულიერო პირი, რომლის მომხრეებმა ძალადობრივი გამოსვლები მოაწყვეს. ისინი წინააღმდეგი იყვნენ სასამართლოს გადაწყვეტილებისა, გაემართლებინათ მკრეხელობაში ბრალდებული ქრისტიანი ქალი. ხადიმ ჰუსეინ რიზვი ულტრა მემარჯვენე გაერთიანების, თაჰრიქ-ე ლაბაიქის მეთაურია. ის 23 ნოემბერს დააპატიმრეს, იტყობინება პარტია. პოლიციის ცნობით, დაპატიმრებას მოჰყვა მისი მომხრეების შეტაკება პოლიციასთან. რვა კაცი დაშავდა ინციდენტისას. დაპატიმრებულია სასულიერო პირის არაერთი მომხრე. ნოემბრის დასაწყისში რიზვის მომხრეებმა სამ დღიანი ძალადობრივი გამოსვლები გამართეს უზენაესი სასამართლოს 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების მიმართ პროტესტის ნიშნად. სასამართლომ გაამართლა ასია ბიბი, რომელმაც რვა წელი გაატარა ციხეში მკრეხელობის გამო გამოტანილი განაჩენის, სიკვდილით დასჯის მოლოდინში.

XS
SM
MD
LG