Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზის პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტების დასაშლელად


პოლიციამ საფრანგეთის დედაქალაქში ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა დემონსტრანტების დასაშლელად. საპროტესტო გამოსვლის მონაწილეები უკმაყოფილებას გამოხატავენ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ეკონომიკური პოლიტიკის, საწვავზე გადასახადის გაზრდის გამო. დემონსტრანტები უკვე მეორე შაბათ-კვირაა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში აწყობენ გამოსვლებს. 24 ნოემბერს რამდენიმე ასეულმა დემონსტრანტი პარიზის ერთ-ერთი მთავარ გამზირზე, შანზ-ელიზეზე შეიკრიბა და პოლიციამ მათ პრეზიდენტის სასახლისკენ გზა გადაუღობა. დემონსტრაციის ზოგიერთი მონაწილე საფრანგეთის ჰიმნს მღეროდა, ზოგიერთს მაკრონის საწინააღმდეგო პლაკატები ეჭირა ხელში. პოლიცია შიშობს, რომ საპროტესტო გამოსვლებში გაერევიან ულტრა მემარჯვენე და ულტრა მემარცხენე ძალები. ყვითელ ჟილეტებში გამოწყობილი დემონსტრანტები საფრანგეთის მთავრობისგან საწვავზე გადასახადის შემცირებას მოითხოვენ. შაბათისთვის ხელისუფლება 30 ათასიან დემონსტრაციას მოელოდა. მობილიზებულია სამი ათასი პოლიციელი. გასულ შაბათ-კვირას მთელი საფრანგეთის მასშტაბით გამართულ დემონსტრაციებში 300 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

XS
SM
MD
LG