Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი მუსლიმებს აშშ-ის წინაღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს


ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ მოუწოდა მსოფლიოს მუსლიმებს, გაერთიანდნენ აშშ-ის წინააღმდეგ „დამნაშავეების წინ წითელი ხალიჩის დაფენის“ ნაცვლად. დასავლეთისთვის, რომელსაც ამერიკა მეთაურობს, ქედის მოხრა, ჩვენი რელიგიის ღალატი იქნებოდა, თქვა როჰანიმ თეირანში ისლამური ერთობის კონფერენციაზე 24 ნოემბერს. მან ისრაელს უწოდა „ავთვისებიანი სიმსივნე“, რომელიც დასავლეთმა შექმნა ახლო აღმოსავლეთში საკუთარი ინტერესების გასატარებლად. აშშ გამოეთიშა 2015 წელს ბირთვულ სფეროში ირანთან წამყვანი ქვეყნების მიერ მიღწეულ შეთანხმებას მიზეზით, რომ თითქოს შეთანხმება არასაკმარისად მკაცრია იმისთვის, რომ ირანმა ბირთვული იარაღი ვერ განავითაროს. ვაშინგტონი ირანს ბრალად სდებს რეგიონში შეიარაღებული ჯგუფების მხარდაჭერას. ირანი ამ ბრალდებებს უარყოფს. ირანის ოფიციალური პირები ბოლო ხანს გმობენ ისრაელს და აცხადებენ, რომ ის აღსრულდება. ისრაელი ირანის სასულიერო მმართველებს თავის არსებით საფრთხედ მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG