Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ამერიკელი სამხედრო მოკლეს


აშშ-ის არმის თანახმად, ავღანეთში მისი ჯარისკაცი მოკლეს. წელს ამ ქვეყანაში მოკლულ ამერიკელ სამხედროთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. 24 ნოემბრის განაცხადებში არაფერია ნათქვამი მოკლულის ვინაობაზე და ინციდენტის დეტალებზე. ავღანეთში ამ ეტაპზე 14 ათასი ამერიკელი სამხედრო იმყოფება. ნატომ და აშშ-მა ავღანეთში სამხედრო მისია ოფიციალურად დაასრულეს 2014 წელს. დარჩენილი დასავლელი სამხედროები წვრთნიან და რჩევას აძლევენ ავღანეთის უშიშროების ძალებს, რომლებსაც ბრძოლა უწევთ თალიბანთან. საერთაშორისო ძალები ხშირად არიან მათივე თანამებრძოლი ავღანელი სამხედროების მსხვერპლი, როცა ავღანელი სამხედროები მათ წინააღმდეგ მიმართავენ ხოლმე იარაღს.

XS
SM
MD
LG