Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტონგა დაამარცხა


ბორჯღალოსნებმა მოგებით დაასრულეს შემოდგომის ტესტ-მატჩების სერია. მილტონ ჰეიგის გაწვრთნილმა გუნდმა 24 ნოემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ტონგის ნაკრებს უმასპინძლა და 20:9 მოუგო.

პირველ ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს 7:6 აჯობეს. შესვენების შემდეგ კი უპირატესობა გაზარდეს და საბოლოოდ თერთმეტქულიანი უპირატესობით მოიგეს.

ტონგასთან დაპირისპირებამდე შემოდგომის სერიაში საქართველოს სარაგბო ნაკრებმა ორი თამაში ჩაატარა. იტალიასთან სტუმრად წააგო 17:28 და თბილისში დაამარცხა სამოა - 27:19.

XS
SM
MD
LG