ბოლო წამს გიბრალტარის შესახებ მადრიდის მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად ბრიტანეთსა და ესპანეთს შორის მორიგებით ევროკავშირის სამიტს გზა გაეხსნა „ბრექსიტის“, ბლოკიდან ბრიტანეთის გასვლის შესახებ შეთანხმების დამტკიცებისკენ 25 ნოემბერს. ესპანეთის პრემიერმა პედრო სანჩესა უკან წაიღო მუქარა, რომ ვეტოს დაადებს შეთანხმებას მას მერე, რაც მას წერილობითი გარანტის მისცეს მომავალში გიბრალტარის თაობაზე მოლაპარაკების თაობაზე. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი 24 ნოემბერს გვიან შეხვდა ევროკომისიის თავმჯდომარეს, ჟან-კლოდ იუნკერს და ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯომარეს, დონალდ ტუსკს, რომელთაგანაც მიიღო გარანტია, რომ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შეთანხმება მიღებულ იქნება 25 ნოემბერს სამიტზე ბრიუსელში.
ესპანეთმა მუქარა უკან წაიღო და ევროკავშირის სამიტს „ბრექსიტის“ შეთანხმების დამტკიცება შეუძლია

ყველაზე პოპულარული
1