ევროპის კავშირის ლიდერები 25 ნოემბერს, ბრიუსელში იკრიბებიან და ბლოკიდან ბრიტანეთის გასვლის თაობაზე ორ საკვანძო დოკუმენტს დაამტკიცებენ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები მიიღებენ დოკუმენტს, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლას, - 2019 წლის 29 მარტს. ასევე დამტკიცდება დეკლარაცია, რომელიც განსაზღვრავს ბლოკიდან გასვლის შემდეგ ლონდონის ურთიერთობას ევროკავშირთან. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი 24 ნოემბერს გვიან შეხვდა ევროკომისიის თავმჯდომარეს, ჟან-კლოდ იუნკერს და ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯომარეს, დონალდ ტუსკს, რომელთაგანაც მიიღო გარანტია, რომ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შეთანხმება მიღებულ იქნება 25 ნოემბერს სამიტზე ბრიუსელში ყველა წევრის მიერ. თუმცა, ევროკავშირის 27 წევრმა რომც მოაწეროს ხელი გადაწყვეტილებებს, ისინი ბრიტანეთის პარალმენტმა უნდა დაამტკიცოს შემდგომ. არაერთმა ბრიტანელმა კანონმდებელმა, მათ შორის მეის მმართველი კონსერვატული პარტიის წევრებმა, განაცხადეს, რომ აპირებენ, მხარი არ დაუჭირონ „ბრექსიტის“ დოკუმენტებს. ბრიტანეთის საზოგადოებისთვის მიწერილ წერილში, მეი ითხოვს ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან მის მიერ მიღწეული შეთანხმებისთვის მხარდაჭერას და აცხადებს, რომ დოკუმენტი უფრო ფართო მომავალს პირდება ქვეყანას, რომ ევროკავშირის დატოვება ბრიტანეთისთვის განახლების და მთელი ქვეყნისთვის შერიგების მომტანი იქნება.