Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავისუფლების მოედანზე "პატრიოტთა ალიანსის" მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა


"პატრიოტთა ალიანსის" მიერ ორგანიზებული აქცია თავისუფლების მოედანზე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ იყო მიმართული და ამ პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი დანაშაულებების გახსენებას ისახავდა მიზნად, დასრულდა. რამდენიმეათასიან აქციაზე მონაწილეები იყვნენ როგორც თბილისიდან, ასევე საქართველოს რეგიონებიდან. აქციები სლოგანით "არა ნაციზმს" თბილისამდე ბათუმსა და რუსთავშიც გაიმართა.

თბილისში გამართულ აქციაზე "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებთან, ირმა ინაშვილთან და დავით თარხან-მოურავთან ერთად შეკრებილ ხალხს მიმართა კობა დავითაშვილმა, სულხან მოლაშვილის მამამ, ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა, პოეტმა ერეკლე საღლიანმა. აქციას ესწრებოდნენ ემზარ კვიციანი, მალხაზ გულაშვილი, ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" ერთ-ერთი წევრი ირაკი ნოზაძე.

აქციის წევრებმა დაშლის შემდეგ მსვლელობა მოაწყვეს რუსთაველის გამზირზე, სადაც კიდევ ერთი აქცია მიმდინარეობდა, 2017 წელს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების და მეგობრების ორგანიზებით. "პატრიოტთა ალიანსის" მხარდასაჭერად შეკრებილებსა და "მამების სამართლიანობისთვის" აქციის მონაწილეებს შორის პოლიციის ცოცხალი კორდონი იდგა.

"პატრიოტთა ალიანსმა“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადა.

XS
SM
MD
LG