Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუქარესტში ნაწილობრივ საჯარო თანხებით აგებული ტაძარი აკურთხეს


კონსტანტინოპოლის პატრიარქმა და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მამამთავარმა ბუქარესტში ახალი ტაძარი გახსნეს. შენობის აგებას საჯარო თანხები მოხმარდა, რაზეც საზოგადოებაში ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებები აქვთ. ათეულ ათასობით ადამიანი იდგა გარეთ, როცა 25 ნოემბერს „ერის ხსნის“ ტაძრის კურთხევა მოხდა ბართლომე პირველისა და დანიელის მიერ. ტაძრის კურთხევა მოხდა რუმინეთის დიდი გაერთიანების დღის წინ, რაც 1 დეკემბერს მეასედ აღინიშნება. რუმინეთი ამ დღეს ტრანსილვანიის, ბესარაბიის და ბუკოვინის რუმინეთის სამეფოდ გაერთიანებას აღნიშნავს. 120 მეტრის სიმაღლის ტაძრის მშენებლობა არ დასრულებულა და კიდევ ექვს წელიწადს უნდა გაგრძელდეს. ტაძრის მშენებლობის თანხის, 125 მილიონი დოლარის მეოთხედი საჯარო ფონდიდან იქნა გამოყოფილი, რაც კრიტიკის სამიზნე გახდა ქვეყანაში, სადაც, მაგალითად, ჯანმრთელობის სფეროში ინვესტიციების დიდი საჭიროებაა. რუმინეთის მოსახლეობის 86 პროცენტი მართლმადიდებლები არიან.

XS
SM
MD
LG