Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავი 2: გრიგოლ ვაშაძე - 52%, სალომე ზურაბიშვილი - 48%


ტელეკომპანია “რუსთავი 2” საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე 3 დღით ადრე Edison research-ის ახალი კვლევის შედეგებს ასაჯაროებს, რომელიც ამომრჩეველთა განწყობას ეხება. კვლევა 12-დან 18 ნოემბრის ჩათვლით მთელი საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა და მის ფარგლებში ხმის მიცემის უფლების მქონე 1038 მოქალაქე გამოიკითხა.

კითხვაზე ვის მისცემდით ხმას, საპრეზიდენტო არჩევნები დღეს რომ იმართებოდეს? პასუხები ასე გადანაწილდა:

გრიგოლ ვაშაძე: 37%

სალომე ზურაბიშვილი - 35 %

გამოკითხულთა დანარჩენი ნაწილი ან უარს ამბობს პასუხზე, ან ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, ან ამბობს, რომ არცერთს არ აძლევს ხმას.

Edison research-ის წარმომადგენლები მოქალაქეებს დამატებით კითხვებსაც უსვამენ, რომელთა მონაცემებითაც იმ რესპონდენტების არჩევანიც ივარაუდეს, ვისაც ფავორიტი არ დაუსახელებია. შესაბამისად, ე.წ. ალოკაციის მეთოდით, შედეგები ასე ნაწილდება:

გრიგოლ ვაშაძე – 45%;

სალომე ზურაბიშვილი – 42%.

“რუსთავი2”-მა მაყურებელს შედეგების ის ვარიანტიც შესთავაზა, რომელსაც გადაუწყვეტელი და უარის მთქმელი პასუხები ჩამოცილებული აქვს. ამ მაჩვენებლით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს 52%-იანი მხარდაჭერა აქვს, სალომე ზურაბიშვილს კი – 48% უჭერს მხარს.

კვლევის ცდომილება +/-2%-ია, 95%-იანი სანდოობის დონისათვის.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოში 28 ნოემბერს იმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG