Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ევროპულმა საქართველომ“ უკრაინის საკითხზე რეზოლუციის პროექტი მოამზადა


 გიორგი კანდელაკი
გიორგი კანდელაკი

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ გამოდის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა უკრაინაზე რუსეთის სამხედრო აგრესიის შესაფასებლად სპეციალური რეზოლუცია მიიღოს. რეზოლუციის პროექტს დეპუტატ გიორგი კანდელაკის განმარტებით, „ევროპული საქართველო“ პარლამენტში დღეს შეიტანს.

„ძალიან დიდი ალბათობით მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ევროკავშირი და შეერთებული შტატები დაუწესებენ სანქციების ახალ პაკეტს რუსეთის ფედერაციას ამ აგრესიის აქტის გამო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მომავალი სანქციების მიზეზებში და მოთხოვნებში ფიგურირებდეს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება. საზოგადოებას ახსოვს, რომ შარშან პრეზიდენტმა პოროშენკომ შესთავაზა საქართველოს მთავრობას, რათა ჩვენს მთავრობებს ერთობლივად ემუშავათ, რომ სანქციების მომავალ პაკეტებში საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანის საკითხი და ჩვენი დევნილების დაბრუნების საკითხიც მოხვედრილიყო. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ეს წინადადება საქართველოს მხარემ ფაქტობრივად უარყო, არაფრად არ ჩააგდო და ამ სანქციების პაკეტებში საქართველოს თემატიკის მოსახვედრად არაფერი არ გააკეთა. იმედი გვაქვს და ეს რეზოლუცია სწორედ ამის შესაძლებლობას იძლევა, რომ ამჯერად მაინც საქართველო (სანამ ჯერ კიდევ ხელისუფლებაშია „ქართული ოცნება“) განზე არ გადგება და ჩვენი ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფას არ მოახდენს“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა. იგი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტს რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული აგრესიის აქტზე დროული რეაგირება ჰქონდეს.

XS
SM
MD
LG