Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა და ნატო ერთობლივი კომისიის საგანგებო სხდომას გამართავენ


პეტრო პოროშენკო და იენს სტოლტენბერგი
პეტრო პოროშენკო და იენს სტოლტენბერგი

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ტელეფონით ესაუბრა ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს. პოროშენკოს პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია აზოვის და შავი ზღვების აკვატორიაში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიასა და კიევის საპასუხო მოქმედებებზე, მათ შორის საომარი მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილებაზე. პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ აუცილებელია საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება, რათა რუსეთმა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დატყვევებული უკრაინელი მეზღვაურები და გემები. ნატოს გენერალურმა მდივანმა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა და რუსეთს მოუწოდა, დაიცვას საერთაშორისო სამართალი და ნაოსნობის წესები აზოვის და შავ ზღვებში. უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობითვე, პოროშენკომ და სტოლტენბერგმა განიხილეს საფრთხე, რომელსაც რუსეთის არაპროგნოზირებადი ქმედებები უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას და შეთანხმდნენ, რომ სასწრაფოდ მოიწვევენ ნატო-უკრაინის კომისიის საგანგებო სხდომას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG