საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას და სალომე ზურაბიშვილს განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები ჰქონდათ და ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მათი აზრები ახლაც განსხვავებულია, იგი მას მხარს უჭერს: „მე არ ვირჩევ პარტიას, არამედ ვირჩევ პრეზიდენტს; მე არ ვირჩევ დას, არამედ ვირჩევ სალომეს, როგორც პროფესიონალს; ვირჩევ მის კომპეტენტურობას და გამოცდილებას; მე ვირჩევ ადამიანს, რომელიც არის საქართველოსთვის საუკეთესო არჩევანი“ - აღნიშნავს ოთარ ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც მის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.
ოთარ ზურაბიშვილი; „მე არ ვირჩევ დას, არამედ ვირჩევ სალომეს, როგორც პროფესიონალს“

ყველაზე პოპულარული
1