Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში მიწისძვრის შედეგად დაშავდა 700-ზე მეტი ადამიანი, მსხვერპლზე ინფორმაცია არ არის


ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, 700-ს გადააჭარბა ერაყის საზღვართან მომხდარი, 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ არის. მიწისძვრა 25 ნოემბერს მოხდა იმავე ადგილას, სადაც ერთი წლის წინ მომხდარმა მიწისძვრამ 600-ზე მეტი ადამიანი შეიწირა და 9000-ზე მეტის დაშავება გამოიწვია. სასწრაფო დახმარების მონაცემებზე დაყრდნობით სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, რომ დაშავებულია 716 პირი და მათგან 33 საავადმყოფოში რჩება. ირანის სეისმოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, ალი მორადიმ სახელმწიფო ტელევიზიას უთხრა, გაგვიმართლა, რომ მიწისძვრა დიდი ქალაქების სიახლოვეს არ მოხდა, თუმცა მან სოფლებშიც გამოიწვია ზიანი და იმედი მაქვს, იმ ადგილას ბევრი სოფელი არ არისო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG