სააგენტო "როიტერსის" ცნობით, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან სატელეფონო საუბარში შეშფოთება გამოხატა უკრაინაში შექმნილი ვითარების თაობაზე და თქვა, რომ ვითარება დეესკალაციას საჭიროებს. სააგენტო ამ ცნობას ავრცელებს მერკელის პრესმდივნის განცხადებებზე დაყრდნობით. მერკელი ასევე გამოვიდა დიალოგის საჭიროების მოწოდებით - იუწყება პრესმდივანი. რუსეთი უგულებელყოფს დასავლეთის მოწოდებებს გაათავისუფლოს უკრაინის სამი სამხედრო ხომალდი, რომლებსაც მან ცეცხლი გაუხსნა და დააკავა ყირიმთან ახლოს და კიევს ბრალს სდებს დასავლელ მოკავშირეებთან შეთქმულებაში კონფლიქტის პროვოცირების მიზნით.