Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

„დღეს ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ, ყველაფერი პირადი გვერდით გადავდოთ და საბოლოოდ უარი ვუთხრათ მოღალატე სააკაშვილს და მის ანტიეროვნულ პოლიტიკურ ძალას“, - აღნიშნავს ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. ფეისბუკის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ საჯარო მიმართვაში იგი ამბობს, რომ სამი წელია უკვე აღარ მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ეხებათ როგორც აქტიურ პოლიტიკაში ჩართულებს, ისე რიგით მოქალაქეებს. ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, „2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქართველმა ხალხმა წერტილი დაუსვა სააკაშვილის მოძალადე, ანტიეროვნულ რეჟიმს. მაშინ მთელი ერი გაერთიანდა სააკაშვილის უსამართლო, მჩაგვრელი და მოძალადე ხელისუფლების შესაცვლელად. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოხდა ის, რასაც ალბათ 2012 წელს ან თუნდაც 2016 წელს ვერავინ ვერ წარმოიდგენდა“.

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მომხდარის გამომწვევ მიზეზებზე საუბრის დრო არ არის. იგი მოუწოდებს ამომრჩეველს, უარი არჩევნების მეორე ტურში უარი უთხრას „ნაციონალურ მოძრაობას.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG