Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ქალი მოკლეს


პოლიციამ თბილისში დააკავა პირი, რომელსაც ბრალად ედება 45 წლის ქალის მკვლელობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1993 წელს დაბადებული გ.ხ.

შსს-ს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, დროებით საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ამავე მისამართზე მცხოვრებ ბინის მფლობელს, 1973 წელს დაბადებულ ს.ა-ს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის მოტივის და სხვა ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად.

XS
SM
MD
LG