Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ევროპული საქართველოს“ წევრის თქმით, ყიზილაჯლოში დარღვევები დაფიქსირდა


“ყიზილაჯლოში, N 49-ე საარჩევნო უბანი პროცედურული დარღვევებით გაიხსნა”, - უთხრა ჟურნალისტებს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა, „ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ბესიკ დონაძემ. მისი თქმით, საარჩევნო პროცედურების ჩატარებაში ხელს უშლიდა „ქართული ოცნების" საკრებულოს მოქმედი დეპუტატი ჯეიხუნ ჩოიდაროვი, რომელიც მაჟორიტარია ყიზილაჯლოში.

როგორც ბესიკ დონაძე ამბობს, ჩოიდაროვი საია-ს დამკვირვებლებს მუშაობის საშუალებას არ აძლევდა: „ყიზილაჯლოში 49-ე საარჩევნო უბანზე არ ჩატარდა ფუნქციების გადანაწილება, ანუ წილისყრა. არ გამოვლინდა რეგისტრატორები, ნაკადის მარეგულირებელი. უბანი გაიხსნა, მაგრამ პროცედურული დარღვევებით დაიწყო. საია-ს დამკვირვებელს არ ეძლეოდა დაკვირვების საშუალება. საარჩევნო პროცედურების ჩატარებაში ხელს უშლიდა „ქართული ოცნების" საკრებულოს მოქმედი დეპუტატი ჯეიხუნ ჩოიდაროვი, რომელიც მაჟორიტარია ყიზილაჯლოში. ის, მისი ქმედებით ხელს უშლიდა საოლქო საარჩევნო კომისიას პროცედურების ჩატარებაში, ერეოდა კომისიის ფუნქციებში, მითითებებს აძლევდა, ვის რა უნდა ეკეთებინა, რისი უფლებაც არ აქვს. ჯეიხუნ ჩოიდაროვი წარმოადგენს საფრთხეს აღნიშნულ უბანზე და მთელი დღის განმავლობაში შეეცდება რაღაც მსგავსის განხორციელებას", - ამბობს ბესიკ დონაძე.

ბესიკ დონაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარე იაკობ ასანიძე და ამბობს, რომ 49-ე უბანზე წესისამებრ ჩატარდა წილისყრა, რასაც მოჰყვა განმეორებითი წილისყრა, რადგან მისი თქმით, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა უარი განაცხადა გადასატანი ყუთის წაღებაზე. რაც შეეხება ჩოიდაროვს, მისი თქმით, ის ამ უბანზე წარმომადგენელია და სრული უფლება აქვს, რომ შენობაში იმყოფებოდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG