გაერთიანებული ოპოზიცია აცხადებს, რომ ლაგოდეხის სამედიცინო დაწესებულების, „არქიმედეს კლინიკის“ ადმინისტრაცია ცდილობს გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერ ექიმებს და ექთნებს შეუზღუდოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გურამ კაკალაშვილის ინფორმაციით, ადმინისტრაციამ სამედიცინო დაწესებულებში დილის რვიდან საღამოს 8 საათამდე გამოაცხადა მუშაობის საგანგებო რეჟიმი და ყველა თანამშრომელს სამსახურში მისვლა დაავალა მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრის დღე უქმეა. კაკალაშვილის განცხადებით, სხვა დროს, უქმე დღეებში კლინიკაში მხოლოდ მორიგე ექიმები მუშაობენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს კლინიკის ხელმძღვანელი ნუკრი ყარალაშვილი. მისი განცხადებით, მხოლოდ მორიგე თანამშრომლებს თხოვა, რომ დღეს განსაკუთრებული ყურადღებით იმუშაონ, რადგან სხვა დღეებში ყოფილა დაგვიანების შემთხვევები. ყარალაშვილის თქმით, მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება არავისთვის შეუზღუდავს და თავადაც ხმის მისაცემად რეგისტრაციის ადგილზე, თბილისში იმყოფება.