უკრაინაში მომავალი წლის 31 მარტს გაიმართება პრეზიდენტის არჩევნები. რეზოლუციას, რომელიც არჩევნების თარიღს განსაზღვრავს, 28 მარტს ხელი მოაწერა პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეი პარუბიმ. ამის შესახებ იუწყებიან პარლამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე.
მანამდე პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პირობა დადო, რომ უკრაინის 10 რეგიონში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას არ მოჰყვებოდა კენჭისყრის გადადება.
საომარი მდგომარეობა გამოცხადდა უკრაინის ზღვისპირა და რუსეთთან მოსაზღვრე რეგიონებში, ისევე როგორც მოლდავეთის დნესტრისპირეთის მოსაზღვრე რეგიონში მას შემდეგ, რაც რუსეთმა 25 ნოემბერს დააკავა უკრაინის სამი სამხედრო ხომალდი და მათი ეკიპაჟების წევრები.
ოპონენტები გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ პოროშენკო, რომლის მხარდაჭერაც შემცირებულია, არჩევნების გადავადებას შეეცდებოდა.