Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო უბანზე მისვლას მცირე ინციდენტი მოჰყვა


ქუთაისის N22 საარჩევნო უბანთან მყოფი მოქალაქეების განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მანქანიდან გადმოსვლისას მათ შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც ისინი ამბობენ, ვაშაძემ იკითხა - „აა, ესენი ქოცები არიან?“, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტი მალევე ამოიწურა, თუმცა გაგრძელდა მას შემდეგ, რაც ვაშაძე საარჩევნო უბნიდან გამოვიდა.

საპრეზიდენტო კანდიდატს მოქალაქეები დახვდნენ და მისი რეპლიკა კიდევერთხელ გააპროტესტეს. მოქალაქეები ირწმუნებიან, რომ მათ ისეთი არაფერი ჩაუდენიათ, რასაც შეიძლებოდა ვაშაძის გაღიზიანება გამოეწვია. ინციდენტის მონაწილეები არიან მმართველი გუნდის მხარდამჭერები. ერთ-ერთი მათგანია მაჟორიტარი, ბიუროს მმართველი ზაზა ჯანგველაძე. მისი თქმით, უბანზე იმიტომ მივიდა, რომ ამ უბანზე ხმას მისი მეუღლე აძლევს. გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხმა ქუთაისში N22 უბანზე მისცა.

XS
SM
MD
LG