Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მრავალეროვანი საქართველო: მარნეულში განმეორებით ხმის მიცემა სცადეს


ალექსანდრა კალატოზიშვილი
ალექსანდრა კალატოზიშვილი

მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლებმა მარნეულის N22 საარჩევნო ოლქის, N48 საარჩევნო უბანზე განმეორებით ხმის მიცემის მცდელობა დააფიქსირეს. ნაკადის მარეგულირებელმა უბანზე მარკირების მქონე პირი ხელმეორედ შეუშვა.

„მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი, ნაკადის მარეგულირებლის შეცვლის მოთხოვნით. საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა, შესაბამისად აღნიშნული დარღვევა გასაჩივრდა საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც დაკმაყოფილდა. საბოლოოდ, ჩვენი საჩივრის საფუძველზე მოხდა ნაკადის მარეგულირებლის შეცვლა“, - ამბობს ალექსანდრა კალატოზიშვილი, ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

ამ დრომდე „მრავალეროვანი საქართველოს" დამკვირვებლების მიერ საარჩევნო პროცესში დაფიქსირდა 28 ინციდენტი, საუბნო საარჩევნო კომისიებში კი შევიდა 2 საჩივარი. ორგანიზაციის დამკვირვებლები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ოლქებში მუშაობენ.

XS
SM
MD
LG