Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაჭაში ამომრჩევლის აქტიურობა მაღალია


რაჭაში საპრეზიდენტო არჩევნები ამ დროისათვის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩევლის აქტიურობა საკმაოდ მაღალია. როგორც ამბროლაურის #5 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ, ირინე ნასარიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, სამი საათისთვის უბანზე, სადაც 1045 ამომრჩეველია რეგისტრირებული, 405 ადამიანი მივიდა. საჩივარი ამ დრომდე არ დაწერილა.

თუმცა დარღვევების შესახებ საუბრობს გაერთიანებული ოპოზიციის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის შტაბის უფროსი ოთარ სირაძე. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, სოფელ ღებში, საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველი, ექვსი ცალი ცარიელი ბიულეტენით მივიდა. ონის დაცვის პოლიციის უფროსმა კი კომისიის წევრების წინაშე ღიად შემოხაზა ბიულეტენში სასურველი ნომერი და კომისიის წევრებს აჩვენა.

ოთარ სირაძემ რადიო თავისუფლებას ასევე აცნობა, რომ რაჭაში მმართველმა პარტიამ დიდი ავტობუსებით ჩაიყვანა ხალხი ხმის მისაცემად. და რომ საარჩევნო უბნებზე საჯარო მოხელეები აქტიურად ეწევიან ფარულ აგიტაციას.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG