Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ქართული ოცნება” არჩევნების შედეგებს შტაბის გარეთ შეაჯამებს


„ქართული ოცნების“ ოფისის შესასვლელთან მონიტორი, აუდიოაპარატურა და განათების სისტემები დაამონტაჟეს. მმართველი პარტიის ოფისში ამბობენ, რომ არჩევნების შედეგებს ხალხთან ერთად შეაჯამებენ და იმედი აქვთ, რომ საღამოს გამარჯვებას მომხრეებთან ერთად იზეიმებენ.

“ყოველთვის, როდესაც ველოდებით გამარჯვებას, როცა ძალიან მაღალი აქტივობაა და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მიგვანიშნებს, რომ ბოროტებას უარს ეტყვის საქართველო, ჩვენი ამომრჩეველი და მოსახლეობა, მაშინ ჩვენ ადეკვატურად ვიმოქმედებთ, მათ შორის, 8 საათის შემდეგ”, - უპასუხა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ შეკითხვას ეკრანის გარეთ გატანის თაობაზე.

არჩევნების ეგზიტპოლების მონაცემები საღამოს 8 საათისთვის, უბნების დახურვისთანავე გამოცხადდება.

XS
SM
MD
LG