Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაციონალური მოძრაობის წევრი: აქტივისტებს წავართვი სია მოქალაქეების პირადი მონაცემებით, თანხითა და საწვავით


ამომრჩეველთა სიები
ამომრჩეველთა სიები

გორის მუნიციპალიტეტის პატარა გარეჯვრის 50-ე საარჩევნო უბანზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ვასილისა ჯაბახიძემ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს წაართვა სია, რომელშიც დაფიქსირებულია მოქალაქეების პირადი მონაცემები, თანხა და საწვავი: „საარჩევნო უბნის წინ, კლუბის შენობაში, „ქართული ოცნების“ აქტივისტების სიმრავლე შეინიშნებოდა. შიგნით შევედით, რამაც იქ მყოფი ადამიანები დააბნია. მაგიდაზე დავინახეთ დაახლოებით 20 ფურცელი, რომლებზეც ჩამოწერილი იყო მოქალაქეების პირადი მონაცემები და თანხა. ერთ ფურცელს დავტაცეთ ხელი და წამოვიღეთ. ეს არის მოსყიდვის და ამომრჩეველზე ზემოქმედების მტკიცებულება“, - ამბობს ვასილისა ჯაბახიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

რადიო თავისუფლებას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა დაუდასტურეს, რომ აღნიშნული სიის წევრები მათი მხარდამჭერები არიან.

XS
SM
MD
LG