Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქში 10 საჩივარია შესული


მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქში 17:00 საათისთვის 10 საჩივარი შევიდა. საოლქო კომისიის თავმჯდომარემ კობა ასანიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ რვა საჩივარი პროცედურული ხასიათისაა, ორზე კი ისინი ითხოვენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას. მისივე თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა, ცალკეულ უბნებზე ოპოზიცია "აწყობს პროვოკაციებს".

საოლქო კომისიის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლაშა ქველაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საუბნო კომისიების თავმჯდომარეები რეგისტრაციაში არ ატარებენ ოპოზიციის საჩივრებს. მისივე თქმით, ხელისუფლება იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს - უბნებში შედიან მარნეულის მუნიციპალიტეტის თუ საკრებულოს წარმომადგენლები და საარჩევნო პროცესს აკვირდებიან, ელაპარაკებიან კომისიის წევრებს და თავმჯდომარეებს.

XS
SM
MD
LG