გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ის და მისი თანამებრძოლები მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას. ასეთი შეხვედრა 29 ნოემბერს ფილარმონიაში საღამოს ექვს საათზე გაიმართება. მანამდე კი გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრები დააკვირდებიან ხმების დათვლის პროცესს. „გპირდებით, რომ ჩვენ დავიცავთ თითოეულ ხმას“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. წინასწარი შედეგების თანახმად, რაც ეყრდნობა 2275 უბნის მონაცემებს, გრიგოლ ვაშაძეს ხმა მისცა 41,34%-ი, სალომე ზურაბიშვილს - 58,66 %.
ყველაზე პოპულარული
1