Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხმების 99,7%-ის შეჯამებით, გრიგოლ ვაშაძეს 40,44% აქვს, სალომე ზურაბიშვილს 59,56%


დილის 8 საათისთვის ცესკოს მიერ შეჯამებულია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სულ 3703-დან 3694 საარჩევნო უბანზე მიცემული ხმები, ანუ 99,7%.

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილ გრიგოლ ვაშაძეს მიღებული აქვს ხმების 40,44%, ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატს, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს 59,56%. წინასწარი შედეგებით, საქართველოში ზურაბიშვილმა ვაშაძე დაამარცხა ყველა საარჩევნო ოლქში, გარდა რუსთავის და თელავისა. საქართველოში სულ 73 საარჩევნო ოლქია.

XS
SM
MD
LG