რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლმა ცნობად მიიღო ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შესახებ, თუმცა, ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს, სანამ არ გაირკვევა რუსეთთან ორმხრივი კავშირების მიმართ თბილისის განწყობა. პესკოვმა მოსკოვში, ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია რა თქმა უნდა, აკვირდებოდა ინფორმაციას საქართველოდან და კანდიდატის გამარჯვების ფაქტი ცნობად მიიღო.
„ჩვენ ვამჯობინებთ დაველოდოთ პირველ განცხადებებს და შეფასებებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის განვითარების შესაძლო პერსპექტივებზე. რა თქმა უნდა, ორი ხალხი ერთმანეთისთვის ძალიან ახლობლად რჩება, სახელმწიფოთაშორისი კავშირები კი სასურველია, უკეთესი იყოს ცნობილი მოვლენების შემდეგ“ - განაცხადა პესკოვმა.