Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ ულოცავს სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვებას


სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება არაერთმა ოფიციალურმა თუ არაოფიციალურმა პირმა მიულოცა. თუმცა, ჯერ-ჯერობით მილოცვა არ მიუღია მისი ოპონენტის, გრიგოლ ვაშაძისგან.

"ვაშძისგან სამწუხაროდ ჯერ არ მიმიღია მილოცვა, ველოდები".- განაცხადა დილით, ჟურნალისტებთან საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა.

ოფიციალური პირები მისალოცად აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელ "ტვიტერს". სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები წარმატებას უსურვებენ საქართველოს არჩეულ პირველ ქალ პრეზიდენტს. გთავაზობთ განახლებად ინფორმაციას, რომელიც დღის განმავლობაში იწერებოდა.

  • უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ტვიტერზე დაწერა, რომ სალომე ზურაბიშვილს უსურვებს წარმატებას საქართველოს დემოკრატიული, ევროპული განვითარების უზრუნველყოფის და საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში.
  • ლიეტუვის პრეზიდენტი დარია გრიბაუსკაიტე
  • პარტია ევროპელი სოციალისტები
  • ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი
  • ევროპარლამენტარი ანა გომესი

CNN-ის პროდუსერი საფრანგეთში სასკია​ ვანდორნე

  • ​„ქალბატონო პრეზიდენტო, მსურს, მოგილოცოთ საფრანგეთისა და პირადად ჩემი სახელით საქართველოს მეთაურის პოსტზე არჩევა საარჩევნო პროცესის შედეგად, რომელმაც აჩვენა დემოკრატიული ღირებულებებისადმი ქართველი ხალხის ერთგულება.." - წერს ოფიციალურ წერილში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
ფრაგმენტი მილოცვიდან
ფრაგმენტი მილოცვიდან

  • თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

"მივესალმებით საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წარმატებულად ჩატარებას"

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

XS
SM
MD
LG