Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძე: მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს


იმის გამო, რომ პოლიტიკური რეალობა მთლიანად შეიცვალა, გაერთიანებული ოპოზიცია მოითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, - განაცხადა საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ 29 ნოემბერს, ფილარმონიაში, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას.

„საქართველოში მთლიანად შეიცვალა პოლიტიკური გარემო, ჩვენ ავიღეთ 800 ათას ხმაზე მეტი. პოლიტიკური გარემო ისე არის შეცვლილი, რომ არავითარი მორალური და პოლიტიკური საფუძველი, რომ „ქურდულ ოცნებას“ ჰქონდეს კონსტიტუციური უმრავლესობა პარლამენტში, აღარ ჰქონდა და მით უმეტეს აღარ აქვს დღეს. ზუსტად ამიტომ, ეუთომ (OSCE/ODIHR) და "ენდიაიმ" (NDI) დადო ისეთი მკაცრი შეფასება ამ კრიმინალური ტერორის პირობებში ჩატარებული ფარსის, რომელიც საქართველოს არ უნახავს ჯერ. ზუსტად ამიტომ, გაერთიანებული ოპოზიცია მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG