Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს და საპროტესტო გამოსვლებს გეგმავს


საპრეზიდენტო არჩევნებზე გაერთიანების, "ძალა ერთობაშია"კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია არ აღიარებს 28 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს და მოითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. ვაშაძის ამ განცხადებას 29 ნოემბერს ფილარმონიაში შეკრებილებმა ხმამაღალი მხარდაჭერა გამოუცხადეს.

საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, კვირას, რუსთაველის გამზირზე გაიმართება "უზარმაზარი მიტინგი" და ხალხს ექნება კონკრეტული მოთხოვნები. „მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს; მოვითხოვთ, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს პროპორციული და პროპორციულ-რეგიონალური პრინციპით; მოვითხოვთ, რომ საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთელი ექსპერტების მიერ; მოვითხოვთ, რომ „ქურდული ოცნების“ მიერ გაგონებულ იქნას ხალხის ხმა... გააგონეთ თქვენი ხმა!“ - მიმართა ფილარმონიაში შეკრებილ ხალხს გრიგოლ ვაშაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG