საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა წინასწარი შეფასება, რომლის თანახმად, 2018 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა შეადგინა 6,7%. სექტემბერში ეკონომიკური ზრდა 5,6% იყო. ოფიციალური სტატისტიკით, 2018 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალური ზრდა 5,1%-ია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობის და მშენებლობის დარგებში.